კევინ ანდერსონი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს
კევინ ანდერსონი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს

სამხრეთაფრიკელი ჩოგბურთელი კევინ ანდერსონი სეზონის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან ტრავმის გამო. ამის შესახებ მან თავად დაწერა საკუთარ „ტვიტერზე“.

ანდერსონის სიტყვებით, მას სურს ფორმის აკრეფა და 2020 წლის სეზონისთვის მომზადება.

შეგახსენებთ, რომ ანდერსონმა მუხლის ტრავმის გამო, ამერიკის ღია პირველობა გამოტოვა.

2018 წელს, კევინ ანდერსონი უიმბლდონის ფინალში გავიდა და რეიტინგში მეხუთე პოზიცია დაიკავა. სულ მას კარიერაში ATP-ის ექვსი ტიტული აქვს მოპოვებული.