კევინ ანდერსონი აშშ-ის ღიადან მოიხსნა
კევინ ანდერსონი აშშ-ის ღიადან მოიხსნა

სამხრეთაფრიკელმა ჩოგბურთელმა კევინ ანდერსონმა გამოაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს აშშ-ის ღია პირველობაზე, რისი მიზეზიც მუხლის ტრავმაა. როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს, 33 წლის სპორტსმენმა ვერ მოასწრო აღდგენა „დიდი სლემის“ მეოთხე ტურნირისთვის და მას ძირითად ბადეში იტალიელი პაოლო ლორენცი შეცვლის.

ანდერსონის ბოლო ტურნირი უიმბლდონი იყო, სადაც მან მხოლოდ მესამე წრემდე მიაღწია. ამის შემდეგ, მან გამოტოვა ვაშინგტონის ტურნირი, აგრეთვე მონრეალისა და ცინცინატის „მასტერსები“.