კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში, ხვიჩა - „ნაპოლი“ კვარაცხელიას მიესალმა [ვიდეო] #1TVSPORT
კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში, ხვიჩა - „ნაპოლი“ კვარაცხელიას მიესალმა [ვიდეო] #1TVSPORT

„კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში, ხვიჩა –  სამუდამოდ „ნაპოლიში“ – ასე მიესალმა „ნაპოლი“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე  ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც იტალიურ კლუბს შეუერთდა.

თავად ხვიჩამ კი მცირე კომენტარი გუნდის ტვიტერის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა: 

„აი, როგორც იქნა აქ ვარ, გაუმარჯოს „ნაპოლის“, „ნაპოლი“ სამუდამოდ!“.

„ნაპოლის” ახალმა თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში სათამაშოდ ორი ნომერი ჰქონდა არჩეული, 18 და 77, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, დიდი ალბათობით, 77-ნომრიან მაისურს აირჩევს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პოირველი ქართელი ფეხბურეთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია „ა“-ში ითამაშებს. საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.