კესი კენის მერაბ დვალიშვილთან განმეორებითი შეხვედრა სურს (ვიდეო)

აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე რამდენიმე დღის წინ UFC 254 შედგა. ისტორიულ ქარდზე ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეიჯი დაამარცხა და კარიერა დაასრულა. ამავე დღეს კიდევ 11 საინტერესო ბრძოლა შედგა. ერთ-ერთი დაპირისპირება ქვემსუბუქ (bantamweight) წონით დივიზიონში მერაბ დვალიშვილის ყოფილ მეტოქე კესინ კენისა და ნათანიელ ვუდს შორის გაიმართა. კენიმ, რომელსაც დვალიშვილმა დამაჯერებლად მოუგო, ნათანიელ ვუდი მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა. ბრძოლის დასრულების შემდგომ პრესკონფერენციაზე ამერიკელმა მერაბ დვალიშვილთან რემატჩი ისურვა. ქართველმა მებრძოლმა კენის მალევე ინსტაგრამის გვერდზე უპასუხა – „გილოცავ შთამბეჭდავ გამარჯვებას კესი, თუმცა არა, მადლობა.“

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, მერაბ დვალიშვილი რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად მე-12 ადგილზე იმყოფება. კესი კენი კი მე-16 პოზიციაზეა, აქედან გამომდინარე სრულიად ლოგიკურია თუ რატომ არ სურს დვალიშვილს მის მიერ უკვე დამარცხებულ კენისთან მეორეჯერ ბრძოლა.

დატოვე კომენტარი