კერსტი კალიულაიდი - პუტინთან ვისაუბრეთ უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტებზე და მათ შესაძლო გადაწყვეტაზე
კერსტი კალიულაიდი - პუტინთან ვისაუბრეთ უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტებზე და მათ შესაძლო გადაწყვეტაზე

ჩვენ უფრო მეტად ვისაუბრეთ უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტებზე და მათ შესაძლო გადაწყვეტაზე – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სააგენტო „ბალთიქ ქოურსის“ ინფორმაციით, კერსტი კალიულაიდმა თქვა, რომ ესტონეთს გაერო-ს უშიშროების საბჭოში შესვლა სურს და მსოფლიოში არსებული კონფლიქტები მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანაზე ახდენს გავლენას.

ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე წერს სააგენტო „ესთონიან ვორლდიც“: „ჩვენ უფრო მეტად ვისაუბრეთ უკრაინისა და საქართველოს კონფლიქტებზე და მათ შესაძლო გადაწყვეტაზე. ამ მიმართულებით ესტონეთისა და ევროკავშირის პოზიცია ცხადია. მე ვთქვი, რომ ვიყავი კონფლიქტის ხაზებთან ორივე ქვეყანაში და ესტონეთი, როგორც ევროკავშირის ქვეყანა, სრულად უჭერს მხარს უკრაინის და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ესტონე​თის პრეზიდენტმა.

დატოვე კომენტარი