კეროლაინ ლევიტი - პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ კორუფცია არასდროს არის სასარგებლო, უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის ძალისხმევა ვერცერთმა მოვლენამ ვერ შეასუსტა
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა უკრაინაში კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, „პრეზიდენტმა საკმაოდ ნათლად განაცხადა, რომ კორუფცია არასდროს არის სასარგებლო“.
ამასთან, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპს არ სურს, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელები სარგებლის წყაროდ იქცნენ. როგორც ლევიტი აღნიშნავს, სწორედ ამიტომ აშშ იარაღს ყიდის ნატო-ზე, რომელიც შემდეგ მას უკრაინას გადასცემს, რაც, მისივე თქმით, „ცარიელი ჩეკების“ გაცემაზე უკეთესია.
თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, ომის დასასრულებლად ამერიკის ძალისხმევა ვერცერთმა მოვლენამ ვერ შეასუსტა.