კეროლაინ ლევიტი – ირანზე იერიშების შედეგად, 49 ირანელი მაღალჩინოსანია მოკლული

00:22, 03.03.2026

ირანზე იერიშების შედეგად 49 ირანელი მაღალჩინოსანია მოკლული, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის მიერ გავრცელებულ პოსტშია აღნიშნული.

მისი თქმით, ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში ირანში 49 მაღალჩინოსანია მოკლული, მათ შორის ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.

ლევიტი აღნიშნავს, რომ ამერიკის სამხედრო ოპერაციის მიზნებს შორისაა რადიკალური რეჟიმის შეჩერება, რათა მან ამერიკას საფრთხე ვეღარ შეუქმნას.

„ტერორისტების მოკვლა სასიკეთოა ამერიკისთვის“, – აღნიშნა ლევიტმა.

მსგავსი