კეროლაინ ლევიტი – დონალდ ტრამპი გაკვირვებული იყო ისრაელის ბოლოდროინდელი დარტყმებით სირიაზე

02:30, 22.07.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაკვირვებული იყო ისრაელის ბოლოდროინდელი დარტყმებით სირიაზე, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

მისი თქმით, ტრამპმა მალევე დაურეკა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტუაციის გამოსწორების მიზნით.

„ტრამპი გაკვირვებული იყო სირიაზე თავდასხმებით, ასევე კათოლიკურ ეკლესიაზე იერიშით ღაზაში. პრეზიდენტმა სწრაფად დაურეკა პრემიერ-მინისტრს ამ სიტუაციების გამოსასწორებლად“, – თქვა ლევიტმა.

ცნობისთვის, ისრაელმა იერიში მიიტანა სირიაზე, მათ შორის პრეზიდენტის სასახლესა და თავდაცვის სამინისტროს შენობაზე.

მსგავსი