კეროლაინ ლევიტი - დაზვერვის მტკიცებულება ადასტურებს, რომ ობამამ და მისმა ადმინისტრაციამ შეთქმულება მოაწყვეს, რათა ძირი გამოეთხარათ ტრამპის 2016 წლის გამარჯვებისა და ამერიკელი ხალხის ნებისთვის
ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ადასტურებს, რომ ობამას ადმინისტრაციამ აწარმოა პოლიტიზებული დაზვერვა, რომელიც შემდეგ გამოიყენეს უსაფუძვლო ცილისწამების გამართლებისთვის პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, მისი გამარჯვების დელეგეტიმაციის მცდელობის ძალისხმევისთვის, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო ორ დღეში ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა წარმოადგინა შოკის მომგვრელი ახალი მტკიცებულება, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ობამას ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა შეთქმულება მოაწყვეს, რათა ძირი გამოეთხარათ პრეზიდენტ ტრამპის 2016 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის და ძირი გამოეთხარათ ამერიკელი ხალხის დემოკრატიული ნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ წარმოაჩენდა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას, პირადად ყოფილმა პრეზიდენტმა, ობამამ ყველანაირი ბოროტება გააკეთა საზოგადოებაში შუღლის დათესვის მიზნით და თავისი მემკვიდრის, პრეზიდენტ ტრამპის საბოტაჟისთვის. ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ადასტურებს, რომ ობამას ადმინისტრაციამ აწარმოა პოლიტიზებული დაზვერვა, რომელიც შემდეგ გამოიყენეს უსაფუძვლო ცილისწამების გამართლებისთვის პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, მისი გამარჯვების დელეგეტიმაციის მცდელობის ძალისხმევისთვის, ვიდრე ის ფიცს დადებდა. სიმართლე ის არის, რომ პრეზიდენტ ტრამპს არაფერი ჰქონდა რუსეთთან და რუსეთთან შეთქმულების გაყალბება იყო მასშტაბური თაღლითობა, თავიდანვე ჩადენილი ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ. ყველაზე ცუდი ნაწილი ის არის, რომ ობამამ იცოდა სიმართლე და ასევე იცოდნენ კორუმპირებულმა ოფიციალურმა პირებმაც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ თაღლითობაში“, – აღნიშნა ლევიტმა.
მისი თქმით, აღნიშნულ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის არიან ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ჯონ ბრენანი, ეროვნული დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ჯეიმს კლაპერი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ჯეიმს კომი, დირექტორის ყოფილი მოადგილე ენდრიუ მაქაბი და სხვები.
„რუსეთთან შეთქმულება იყო უხეში ტყუილი, ყველაფერი შეთხზული იყო დემოკრატების წარმომადგენლების მიერ და ხელმოწერილი იყო ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ. ეს გავრცელდა ახალი ამბების მედიაში, რომ დაწყებულიყო წლების განმავლობაში კუდიანებზე ნადირობა პრეზიდენტ ტრამპის და მისი პირველი ადმინისტრაციის წინააღმდეგ. პრეზიდენტის მოკავშირეებს, მათ შორის მის შვილს, დონალდ ტრამპ უმცროსს რეპუტაცია ამაზრზენად შეულახეს რუსული ნარატივებით. ზოგიერთი ცხოვრება განადგურდა ამ სასტიკი ტყუილის გამო. პრეზიდენტის პირველი ორი წელი იყო ყურადღების ყალბი გაფანტვა და დაუსრულებელი რესურსები, დრო და პოლიტიკური კაპიტალი დაიხარჯა ამ ტყუილების გასაფანტად. ახლა, თითქმის ათი წლის შემდეგ, სიმართლე გამოჩნდა დოკუმენტების გასაჯაროების შედეგად. ეს სიმართლე ამართლებს პრეზიდენტ ტრამპს, მის ოჯახსა და მოკავშირეებს“, – განაცხადა ლევიტმა.