კერძო თვითმფრინავმა, რომელშიც ნეიმარი იმყოფებოდა, ავარიული დაშვება განახორციელა #1TVSPORT
კერძო თვითმფრინავმა, რომელშიც ნეიმარი იმყოფებოდა, ავარიული დაშვება განახორციელა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ნეიმარის თვითმფრინავმა ბრაზილიის ჩრდილოეთით ქალაქ ბოა-ვისტას აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა. მიზეზი ტექნიკური პრობლემები იყო, – წერს ESPN.

კერძო თვითმფრინავი ლას ვეგასიდან სან პაულუში მიფრინავდა. რეისის დროს ორი გაჩერება იყო გათვალისწინებული – ფორტ-ლოდერდეილში (ფლორიდა, აშშ) და ბარბადოსში. უკვე ბრაზილიის თავზე ეკიპაჟმა კიდევ ერთი, ოღონდ ავარიული დაფრენის გადაწყვეტილება მიიღო.

თვითმფრინავში ნეიმარის გარდა იმყოფებოდნენ ფეხბურთელის შეყვარებული ბრუნა ბიანკარდი, და რაფაელა სანტოსი და სხვები. ისინი არ დაზარალებულან. მოგვიანებით, ფორვარდმა სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა თაყვანისმცემლებს მხარდაჭერისთვის.

„ოდნავ შეგვეშინდა და ახლა უკვე შინ მოვემართებით. ყველაფერი წესრიგშია, ჩვენ ერთად ვართ“, – თქვა ვიდეომიმართვაში ნეიმარმა.