კერბერმა და ბენჩიჩმა მეორე ნახევარფინალური წყვილი შეადგინეს
კერბერმა და ბენჩიჩმა მეორე ნახევარფინალური წყვილი შეადგინეს

ინდიან უელსის ქალთა ტურნირზე ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. მეორე წყვილი დააკომპლექტეს გერმანელმა ანჟელიკ კერბერმა და შვეიცარიელმა ბელინდა ბენჩიჩმა.

კერბერმა ორ სეტში დაამარცხა ამერიკელი ვინუს უილიამსი. ამ უკანასკნელს პირველ სეტში კარგი შანსი ჰქონდა, როცა 4:2 დაწინაურდა, მაგრამ გერმანელმა შეძლო გარდატეხა და ტაი-ბრეიკზე მოიგო. მეორე სეტში უილიამსი ერთ ბრეიკ-პოინტამდეც ვერ მივიდა, კერბერმა კი ერთი ბრეიკი შეასრულა – 7:6(3), 6:3 საათი და 38 წუთი ბრძოლის შემდეგ.

ბელინდა ბენჩიჩმა რეიტინგის ლიდერის ნაომი ოსაკას განადგურების შემდეგ, სამ სეტში მოუგო ჩეხ კაროლინა პლიშკოვას – 6:3, 4:6, 6:3. შვეიცარიელს უფრო იოლად შეეძლო მოგება, მაგრამ 16 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ ოთხი გამოიყენა.

ასე რომ, ქალთა ტურნირზე ასეთი ნახევარფინალური წყვილებია:

ბელინდა ბენჩიჩი-ანჟელიკ კერბერი
ელინა სვიტოლინა-ბიანკა ანდრეესკუ