კეპა პრემიერლიგის ყველაზე ცუდი მეკარეა
კეპა პრემიერლიგის ყველაზე ცუდი მეკარეა

„ჩელსის“ მეკარე კეპა არისაბალაგა ამ სეზონში ინგლისის ყველაზე ცუდი მეკარეა მოგერიებული დარტყმების პროცენტით. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა Utd Arena-მ.

გამოთვლებით, „ჩელსის“ პირველმა ნომერმა დარტყმების მხოლოდ 55.4 პროცენტი მოიგერია. ეს წელს პრემიერლიგის ანტირეკორდია, ხოლო შვიდი წამყვანი ევროპული ქვეყნის ჩემპიონატის 132 მეკარეს შორის, ესპანელი 127-ე ადგილს იკავებს.

მიმდინარე სეზონში არისაბალაგამ ინგლისის ჩემპიონატის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 29 გოლი გაუშვა. ესპანელის კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. 2018 წელს „ბილბაოდან“ მისი ტრანსფერი ლონდონურ კლუბს 80 მილიონი ევრო დაუჯდა.