კეპა არისაბალაგა „ვალენსიაში“ გადასვლასთან ახლოს არის
კეპა არისაბალაგა „ვალენსიაში“ გადასვლასთან ახლოს არის

ლონდონის „ჩელსიმ“ „ვალენსიას“ ხანგრძლივი იჯარით შესთავაზა მეკარე კეპა არისაბალაგა.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ლაპარაკია ორწლიან გარიგებაზე გამოსყიდვის აუცილებელი უფლებით.

ადრე დაიწერა ესპანელი მეკარის მიმართ „ვალენსიას“ ინტერესის შესახებ. იტყობინებოდნენ, რომ კლუბში უკმაყოფილონი არიან ამჟამინდელი მეკარე იესპერ სილესენის თამაშით. თავის მხრივ, ცნობილია კეპასა და „ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ფრენკ ლემპარდს შორის გართულებულ ურთიერთობაზე.

კეპა „ჩელსიში“ 2018 წლის ზაფხულში 80 მილიონ ევროდ გადავიდა და მეკარეებს შორის სატრანსფერო რეკორდი დაამყარა.

ამ სეზონში 25 წლის არისაბალაგამ ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, 45 გოლი გაუშვა და რვა „მშრალი” მატჩი ჩაატარა.