კენტუკის გუბერნატორი აცხადებს, რომ შტატში ტორნადოების მსხვერპლთა რიცხვი სავარაუდოდ 100-ს აჭარბებს

09:05, 13.12.2021

კენტუკის შტატში ტორნადოების მსხვერპლთა რიცხვი სავარაუდოდ 100-ს აჭარბებს, – ამის შესახებ კენტუკის შტატის გუბერნატორმა, ენდი ბეშირმა განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

შტატში მაშველები ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ, პარალელურად მოსახლეობას წყლითა და გენერატორებით ამარაგებენ. სტიქიის შედეგებთან გამკლავებას ეროვნული გვარდიის წევრებიც ცდილობენ.

კენტუკის შტატის გუბერნატორის თქმით, ტორნადომ 365 კილომეტრის მანძილზე ყველაფერი გაანადგურა. ათასობით ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი, თუმცა ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის.

კენტუკის შტატის ხელმძღვანელობამ ქვეყნის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმართა, რომ შტატი ფედერალური კატასტროფის ზონად გამოაცხადოს.

მსგავსი