კენტავიუს კალდველ-პოუპი „ლეიკერსში“ რჩება
კენტავიუს კალდველ-პოუპი ამ ფორმაციის „ლეიკერსისთვის“ მნიშვნელოვან კალათბურთელად იქცა. გასულ სეზონში ის შეტევაშიც საჭირო ქულებს აგროვებდა და დაცვაშიც მშვენივრად ირჯებოდა.
ამერიკული მედია, კერძოდ კი ჟურნალტები შემს ჩარანია და ადრიან ვოჟნაროვსკი, იუწყება, რომ კალდველ-პოუპმა თავის ამჟამინდელ გუნდს მოელაპარაკა და 2020-21 წლების სეზონზე ის კვლავ „ლეიკერსის“ მაისურით იასპარეზებს. ახალი ხელშეკრულების თანახმად, პოუპი ლოს-ანჯელესურ გუნდში კიდევ 3 სეზონი ითამაშებს და 40 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
Kentavious Caldwell-Pope had several interested teams after playing a vital role in the Lakers‘ title run, but sides reached an agreement tonight to keep him in Los Angeles. https://t.co/LssARAoEpV
— Shams Charania (@ShamsCharania) November 22, 2020
აღნიშნულ ფაქტს „ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსიც გამოეხმაურა და კალდველ პოუპს გუნდში დარჩრენა მიულოცა.
YESSIR @CaldwellPope!!!! Congrats my brother
— LeBron James (@KingJames) November 22, 2020