კენიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
კენიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

კენიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ავიაკატასტროფის დროს გარდაცვლილთა შორის ოთხი ამერიკელი და მათი კენიელი მფრინავია.

ვერტმფრენი კენიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ტურკანას ტბაში მდებარე კუნძულიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გასულ თვეში კენიაში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რა დროსაც დაიღუპა სამი ამერიკელი, ერთ ფრანგი და ერთი ადგილობრივი.