კენიაში, სკოლაში ჭყლეტას 14 მოსწავლე ემსხვერპლა
კენიაში, სკოლაში ჭყლეტას 14 მოსწავლე ემსხვერპლა

დასავლეთ კენიაში, დაწყებით სკოლაში ჭყლეტას 14 მოსწავლე ემსხვერპლა. შემთხვევა კაკამეგას სკოლაში მოხდა, როდესაც ბავშვები საკლასო ოთახებს ტოვებდნენ.

არეულობის დროს დაშავდა 40-მდე მოსწავლე, მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ჭყლეტა. დაუდასტურებული ინფორმაციით, გაკვეთილების დასრულების შემდეგ ბავშვები კიბისკენ გაემართნენ. ამ  დროს კიბე ჩაინგრა, რამაც პანიკა გამოიწვია.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

სექტემბერში ნაირობიში სკოლის ჩამონგრევის შედეგად, დაიღუპა რვა და დაშავდა 69 მოსწავლე.

დატოვე კომენტარი