კენიაში აფეთქების შედეგად 10 პოლიციელი დაიღუპა
კენიაში აფეთქების შედეგად 10 პოლიციელი დაიღუპა

კენიაში, სომალის საზღვართან აფეთქების შედეგად 10 კენიელი პოლიციელი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, პოლიციის მანქანას ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ აფეთქების უკან რეგიონში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ დგას.