კენჭაძე ოქროს მედლის მოპოვებას დღეს შეეცდება, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ხვალ იწყებენ #1TVSPORT
კენჭაძე ოქროს მედლის მოპოვებას დღეს შეეცდება, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ხვალ იწყებენ #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე, დღეს ავთანდილ კენჭაძე ფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯიმურად გაჯიევს დაუპირისპირდება. მართალია ქართველმა ფინალში გასვლით ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა, მაგრამ კენჭაძე ბუდაპეშტის ტურნირის მოგებასაც შეეცდება. ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.) რეპეშაჟში მიიღებენ მონაწილეობას.

ფინალები თბილისის დროით 19:00 საათზე, ხოლო დამამშვიდებელი წრე 14:00 საათიდან დაიწყება.

ხვალ, 20 მარტს ტურნირში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, სადაც ჩვენს ნაკრებს ორ წონაში ოლიმპიადის საგზური უკვე მოპოვებული აქვს და ჩვენი ბიჭები ოთხი ოლიმპიური საგზურისთვის იბრძოლებენ. ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.), რამაზ ზოიძე (67 კგ.), გელა ბოლქვაძე (77 კგ.), ლაშა გობაძე (87 კგ.) შეეცდებიან ავთანდილ კენჭაძის მსგავსად, საქართველოს ნაკრებისთვის ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებას.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის საგზურებს მხოლოდ ფინალში გასული მოჭიდავეები მიიღებენ. ბუდაპეშტის ტურნირი ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებელი ბოლოსწინა შეჯიბრია. ბოლო ტურნირი კი სოფიაში 6-9 მაისს გაიმართება, სადაც მოჭიდავეები მთელი მსოფლიოდან ჩავლენ და იქაც საგზურებს ფინალისტები მოიპოვებენ.

დატოვე კომენტარი