კენჭაძე და პეტრიაშვილი ​მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ  #1TVSPORT
კენჭაძე და პეტრიაშვილი ​მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ  #1TVSPORT

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში დღეს სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა ჭიდაობაში. ტურნირის პირველ დღეს, 2 ოქტომბერს 61, 74, 86 და 125 კგ წონითი კატეგორიების თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ.

საქართველოს სახელით ხალიჩაზე ბექა ლომთაძე (61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გავიდნენ.

წარმატებას მიაღწიეს კენჭაძემ და გენო პეტრიაშვილმა, რომლებიც ნახევარფინალში იჭიდავებენ.

საინტერესოა, რომ ნახევარფინალშია თურქი ფალავანი ტაჰა აკგული, რომელიც გენო პეტრიაშვილის ყველაზე პრინციპული მეტოქეა. თუ ორივე მოჭიდავემ წარმატებას მიაღწია, ქართველი და თურქი ფალავნები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან.

ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 18:30-ზე დაიწყება. დღევანდელ წონებში მედლები კი სამ ოქტომბერს გათამაშდება.

შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ვებგვერდი შემოგვთავაზებს.

დატოვე კომენტარი