ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში - დღეს საქართველოს სამი ოქროს და ორი ბრინჯაოს შანსი აქვს
ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში - დღეს საქართველოს სამი ოქროს და ორი ბრინჯაოს შანსი აქვს

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში.

დღეს ქართველი ფალავნები ბექა ლომთაძე (61 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ნახევარფინალში გავიდნენ.

ლომთაძე შვეიცარიელ რანდი ვოცკის შეხვდება, მწითური – აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს, ხოლო პეტრიაშვილი – უკრაინელ ალექსანდრ ხოციანივსკის.

61 კგ
ბექა ლომთაძე (საქართველო) – რანდი ვოცკი (შვეიცარია)
არსენ ჰარუტუნიანი (სომხეთი) – ნიკოლაი ოხლოპკოვი (რუმინეთი)

74 კგ
ფრანკ ჩამიზო (იტალია) – ხაჯიმურად გაჯიევი (აზერბაიჯანი)
ვასილ მიხაილოვი (უკრაინა) – ზელიმხან ხაჯიევუ (საფრანგეთი)

86 კგ
ვლადისლავ ვალიევი (რუსეთი) – მურად სულეიმანოვი (აზერბაიჯანი)
ფათიჰ ერდინი (თურქეთი) – პიოტრ იანულოვი (მოლდოვა)

92 კგ
ირაკლი მწითური (საქართველო) – შარიფ შარიფოვი (აზერბაიჯანი)
იბრაჰიმ ბოლუკბაში (თურქეთი) – მატეუს ბარანოვსკი (პოლონეთი)

125 კგ
გენო პეტრიაშვილი (საქართველო) – ოლექსანდრ ხოციანივსკი (უკრაინა)
ტაჰა აკგული (თურქეთი) – ანზორ ხიზრიევი (რუსეთი)

გარდა ამისა, დღევანდელ ფინალურ ბლოკში ორი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე – ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ.

კენჭაძე ბელარუს ანდრეი კარპაჩს ხოლო ოდიკაძე მოლდაველ ნიკოლაი ჩებანს შეხვდება.

ფინალური ბლოკი 18:15 საათზე დაიწყება.