კემბას 60-მა ქულამ შარლოტს ვერ უშველა | ჩემპიონები ისევ აგებენ - უორიორსის ზედიზედ მეორე [ვიდეო]
13:53, 18.11.2018
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, დღეს გამართული ათი მატჩიდან რამდენიმე განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა. ბრწყინვალე თამაში ჰქონდა შარლოტ „ჰორნეთსის“ გამთამაშებელ კემბაუოკერს, რომლმაც პირად აქტივში 60 ქულა მიითვალა, თუმცა საბოლოოდ ეს გამარჯვებისთის საკმარისი არ გამოდგა.
შარლოტელებმა 119:122 ფილადელფიასთან საკუთარ კედლებში, ოვერტაიმში წააგეს. გამარჯვებულთაგან საუკეთესო კვლავ ჯოელ ემბიდი იყო. კამერუმელმა ორმაგი დუბლი 33 ქულა, 11 მოხსნა მიითვალა.
ბოლო ოთხი მატჩში მესამედ დამარცხდა გოლდენ სტეიტი. „მეომრებმა“ ამჯერად დალასში 109:112 წააგეს. ჩემპიონთაგან კარის არყოფნაში, გუნდს ერთპიროვნულად კევინ დურანტმა ულიდერა, რომელმაც 32 ქულა მოაგროვა. „მევრეიქსის“ შემადგენლობაში კი საუკეთესო კვლავ ლუკა დონჩიჩი იყო. სეზონის დებიუტანტი სლოვენიელის ანგარიშზე 24 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასია.
დარჩენილი შეხვედრებიდან ჰიოსტონ „როკეტსისა“ და ტორონტო „რეპტორზის“ მორიგი გამარჯვებებია აღსანიშნავი. მათ მარტივად, შესაბამისად საკრამენტო „კინგსი“ (132:112) და ჩიკაგო „ბუსლი“ (122:83) დაამარცხეს.
ბევრისთვის მოულოდნელად, საკუთარ კედლებში იუტა „ჯაზთან“ დამარცხდა კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი „სელტიკსი“. 86:98 დასრულებულ შეხვედრაში, 28 ქულით საუკეთესო დონოვან მიჩელი იყო.
„ლეიკერსმა“ ოთხმატჩიანი მოგებათა სერია, ორლანდოში შეწყვიტა – 130:117. ორმაგი დუბლი – 36 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა ნიკოლა ვუჩევიჩს, რაც შეეხება ლებრონს, მან 22 ქულით ამჯერად მხოლოდ საკუთარ გუნდში „იმეფა“.
დღის სხვა შეხვედრებში შემდეგი ანგარიშები დაფიქსირდა: