კემბა ვოკერი საავადმყოფოდან გამოწერეს
კემბა ვოკერი საავადმყოფოდან გამოწერეს

„დენვერთან“ სტუმრად წაგებულ მატჩში (96-92) „ბოსტონის“ გამთამაშებელი კემბა ვოკერი სემი ოჯელეიეს ცუდად შეეჯახა. „ბოსტონის“ გულშემატკივრებისთვის ეს საკმაოდ საშიში მომენტი იყო. ვოკერი პარკეტიდან საკაცით გაიყვანეს და საავამდყოფოში გადაიყვანეს.

საბედნიეროდ, გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ კემბას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. „ბოსტონმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვოკერმა ტვინის მცირე შერყევა გადაიტანა და გუნდს მალევე, ბოსტონში დაბრუნებისთანავე შეუერთდება.

„შარლოტის“ ყოფილი ლიდერი „სელტიკსს“ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, ზაფხულში შეუერთდა. ახალ გუნდში ვოკერი ბრწყინვალედ ასპარეზობს. მატჩში საშუალოდ ის 21.1 ქულასა და 4.7 პასს აგროვებს.