კელვინ კატარმა ჯერემი სტეფენსი ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა
კელვინ კატარმა ჯერემი სტეფენსი ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა

აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს მართლაც რომ დასამახსოვრებელი ქარდი აჩუქა. გულშემატკივარმა შესანიშნავი ბრძოლები იხილა.

ქვემსუბუქ (featherweight) წონით დივიზიონში ერთმანეთს კელვინ კატარი და ჯერემი სტეფენსი დაუპირისპირდნენ. კატარმა ზაბიტ მაგომედშარიპოვთან დასანანი მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია შეძლო და ფანებს დაუვიწყარი ნოკაუტი შესთავაზა.

მეორე რაუნდის 2:42 წუთზე კატარმა სტეფენსს იდაყვით მძიმე და ეფექტური დარტყმა მიაყენა, რამაც საბოლოოდ ნოკაუტი გამოიწვია.

„ყოველი ბრძოლის შემდეგ მე რაღაცას ვსწავლობ. ჩემი დივიზიონის მებრძოლებს უნდა ეშინოდეთ იმისა თუ რა მოელით, როდესაც ჩემს არსენალს სრულყოფილად ვაქცევ,“ – განაცხადა კატარმა ბრძოლის დასრულების შემდეგ.