კელი უბრემ მუხლის ტრავმა მიიღო
კელი უბრემ მუხლის ტრავმა მიიღო

„ფინიქსმა” რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი „კლიპერსთან” დათმო (92:102) და პლეიოფში გასვლის შანსი კიდევ უფრო შეიმცირა. „სანსი“ 24 მოგებითა და 35 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.

„ფინიქსის“ პრობლემებს საკადრო პრობლემებიც ართულებს. „იაჰუ სპორტის“ ჟურნალისტი კრის ჰაინსი იუწყება, რომ კელი უბრემ მენისკი დაიზიანა და შესაძლოა მიმდინარე რეგულარულ სეზონზე „ფინიქსს“ ვეღარ დაეხმაროს.

კელი უბრე „სანსში“ მატჩის დროს საშუალოდ 18.7 ქულასა და 6.4 მოხსნას აგროვებდა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახლავთ.