კელი დეგნანი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
კელი დეგნანი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

„დღეს ელჩმა დეგნანმა​ ოპოზიციის ლიდერებს გასაცნობად და საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე სასაუბროდ უმასპინძლა.

ელჩმა დეგნანმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ყველა მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგსა და ფართო საარჩევნო რეფორმის პროცესში ეუთო/ოდირი-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.