კელი დეგნანი გიორგი რურუას საქმეზე - არ იქნება მართებული, კომენტარი გავაკეთო საქმეზე, რომლის განხილვაც მიმდინარეობს სასამართლოში, ეს არ არის ფასილიტატორების როლი, 8 მარტის შეთანხმება აღარ საჭიროებს დამატებით განმარტებას
კელი დეგნანი გიორგი რურუას საქმეზე - არ იქნება მართებული, კომენტარი გავაკეთო საქმეზე, რომლის განხილვაც მიმდინარეობს სასამართლოში, ეს არ არის ფასილიტატორების როლი, 8 მარტის შეთანხმება აღარ საჭიროებს დამატებით განმარტებას

არ იქნება მართებული, კომენტარი გავაკეთო საქმეზე, რომლის განხილვაც მიმდინარეობს სასამართლოში, ეს არ არის ფასილიტატორების როლი, 8 მარტის შეთანხმება აღარ საჭიროებს დამატებით განმარტებას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ონლაინ პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ მხარეებმა იციან, რა პირობებზეც დათანხმდნენ.

„​არ იქნება მართებული, რომ გავაკეთო კომენტარი საქმეზე, რომლის განხილვაც მიმდინარეობს სასამართლოში, ეს არ არის ფასილიტატორების როლი. 8 მარტის შეთანხმება აღარ საჭიროებს დამატებით განმარტებას და ახსნას.

მხარეებმა იციან, რა პირობებზეც დათანხმდნენ, მათ თავად შეიმუშავეს და მისი სრული განხორციელება არის ქვეყნის ინტერესებში, რადგან ის მიმართულია პარალიზებული პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციისკენ; უკეთესი პირობების შექმნისაკენ 2020 წლის არჩევნებისთვის, ისეთი არჩევნებისთვის, რომლითაც იამაყებს ქართველი ხალხი.

ამ შეთანხმების სრული განხორციელება არის მნიშვნელოვანი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა იქნას მიღებული, რომელიც ასახავს ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც აქვ ეუთო-ოდირს და ეს რეკომენდაციები აქვს უკვე 20-30 წლის განმავლობაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.