კელი დეგნანი - ამერიკის შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს, რომ არჩევნებმა საქართველოში შეუფერხებლად ჩაიაროს
კელი დეგნანი - ამერიკის შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს, რომ არჩევნებმა საქართველოში შეუფერხებლად ჩაიაროს

ამერიკის შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს, რომ არჩევნებმა საქართველოში შეუფერხებლად ჩაიაროს, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონთან საუბარში, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, ამერიკის პოზიციისა და ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გავლენის შესახებ საუბრობს. ინტერვიუს ჩანაწერს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„უბრალოდ, მოვუწოდებდი ხალხს, ატარეთ ნიღაბი, დაიცავით სოციალური დისტანცია და გთხოვთ, მიდით არჩევნებზე. შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს, რომ ამ არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს. უკვე ბევრი სამუშაო ჩატარდა იმისთვის, რომ ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა, მიუხედავად „კოვიდ“-პანდემიისა.

საბოლოო ჯამში, ამ არჩევნების წარმატება დამოკიდებულია საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქართველები მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და დარწმუნდებიან, რომ მათი ხმა დაფიქსირდება საარჩევნო ყუთთან. ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, თუ ვინ უნდათ, მართოს მათი ქვეყანა.

შეერთებულ შტატებს არ ჰყავს ფავორიტი კანდიდატი. ჩვენ არ გვყავს ფავორიტი პარტია. ჩვენ ვთანამშრომლობთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც ლეგიტიმურად აირჩევს ქართველი ხალხი. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია სამართლიან პროცესზე და არა შედეგზე“, – აცხადებს კელი დეგნანი.