კეინისა და ბეილის დუბლით „ტოტენჰემმა“ „კრისტალ პალასი“ გაანადგურა [ვიდეო] #1TVSPORT

პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩში „ტოტენჰემმა“ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:1.

შეხვედრაში ანგარიში 29-ე წუთზე ბეილის გოლით გაიხსნა. თუმცა, ტაიმის მიწურულს (45+1 წუთზე) „კრისტალ პალასმა“ წონასწორობა აღადგინა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ – 1:1.

მეორე ტაიმი „ტოტენჰემის“ სრული უპირატესობით წარიმართა. 49-ე წუთზე ბეილიმ კიდევ ერთი ბურთი გაიტანა და დუბლი შეასრულა – 2:1. მალევე, (52-ე წუთზე) „კრისტალ პალასის“ კარი ჰარი კეინმა აიღო და „ტოტენჰემის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა -3:1.

კეინმა თავი მეორედ 77-ე წუთზე გამოიჩინა. ბეილის მსგავსად, დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.

ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მოურინიოს შეგირდები მეექვსე ადგილზე არიან, „კრისტალ პალასი“ კი მე-13 პოზიციაზე იმყოფება.