კეინი, შეიძლება, პრემიერლიგაში დაბრუნდეს ალან შირერის რეკორდის დასამხობად #1TVSPORT

20:43, 22.09.2025
MIAMI GARDENS, FLORIDA - JUNE 20: Harry Kane #9 of Bayern Munich runs on the field during the FIFA Club World Cup 2025 group C match between FC Bayern Munich and CA Boca Juniors at Hard Rock Stadium on June 20, 2025 in Miami Gardens, Florida. (Photo by Andrew J. Clark/ISI Photos/ISI Photos via Getty Images)

„ბაიერნის“ ფორვარდი ჰარი კეინი, შესაძლოა, მომავალ ზაფხულში პრემიერლიგაში დაბრუნდეს.

ინგლისელს კონტრაქტით მიუნხენურ კლუბთან დაახლოებით ორი წელი რჩება. მას შეუძლია, 2026 წლის ზაფხულში დატოვოს კლუბი 65 მილიონ ევროდ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ზამთრის სატრანსფერო პერიოდამდე გამოთქვამს „ბაიერნიდან“ წასვლის სურვილს. ამის შესახებ დაწერა გერმანულმა გაზეთმა Bild-მა.

მიაჩნიათ, რომ ახლა, როცა ინგლისელმა „ბაიერნში“ მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგო, ის უნდა დაბრუნდეს პრემიერლიგაში და გააუმჯობესოს ალან შირერის რეკორდი პრემიერლიგაში გოლების რაოდენობით. კეინის ანგარიშზე ინგლისის ჩემპიონატში 213 გოლია, შირერის რეკორდი კი 260 გოლს უტოლდება.

შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინმა „ტოტენჰემი“ 2023 წელს დატოვა.

მსგავსი