კეინი და ვერტონგენი გუნდს შეუერთდნენ
კეინი და ვერტონგენი გუნდს შეუერთდნენ

„ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზადებას აგრძელებს.

როგორც ლონდონური კლუბის პრეს-სამსახური წერს, გუნდთან ერთად ვარჯიშებს დაუბრუნდნენ მცველები იან ვერტონგენი და დავინსონ სანჩესი, აგრეთვე, ფორვარდი ჰარი კეინი. ეს ფეხბურთელები ვერ ახერხებდნენ ვარჯიშს ტრავმების გამო. აღნიშნავენ, რომ ვერტონგენი, სანჩესი და კეინი ჯერ ბოლომდე მზად არ არიან, მაგრამ მალე შეეძლებათ გუნდის დახმარება.

„ტოტენჰემისა“ და „ლივერპულის“ ფინალი პირველ ივნისს, მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება.