კაზინსი სასტარტო ცენტრი იქნება
კაზინსი სასტარტო ცენტრი იქნება

„გოლდენ სტეიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კერმა განაცხადა, რომ ცენტრი დემარკუს კაზინსი სასტარტო ხუთეულის წევრი გახდება, როცა აქილევსის მყესის გაწყვეტის შემდეგ, აღდგენით კურსს დაასრულებს.

„როგორც კი დემარკუსი მწყობრში ჩადგება, ის სასტარტო ხუთეულში დაიწყებს თამაშს. დემიან ჯონსისა და ჯორდან ბელის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ „ყველა ვარსკვლავის“ დონის ცენტრი გვერგო. აღდგება თუ არა, სასტარტოში ითამაშებს“, – განაცხადა კერმა.

შეგახსენებთ, რომ კაზინსმა „გოლდენ სტეიტთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულება 5.3 მილიონი დოლარია. ელოდებიან, რომ 27 წლის კალათბურთელი „ყველა ვარსკვლავის მატჩამდე“ ჩადგება მწყობრში.