კაზემირომ „რეალთან" ახალ კონტრაქტზე მოილაპარაკა
კაზემირომ „რეალთან" ახალ კონტრაქტზე მოილაპარაკა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა კაზემირომ თავის ამჟამინდელ კლუბთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა.

როგორც ესპანური პრესა წერს, მხარეებმა ყველა პუნქტზე მოილაპარაკეს და უახლოეს დროში გამოაცხადებენ გარიგების შესახებ.

დეტალები, ჯერჯერობით, პრესისთვის უცნობია. კაზემიროს ამჟამინდელი კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 35 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, ოთხი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი პასი შეასრულა.