„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, კაზემირომ უარი თქვა „რეალში“ დაბრუნებაზე, – დაწერა გამოცემა Trivela-მ. წყაროს ცნობით, ბრაზილიელ ფეხბურთელს მადრიდული კლუბი დახურულ ეტაპად მიაჩნია თავის კარიერაში.
უფრო ადრე დაწერეს, რომ „რეალს“ სურს 32 წლის ფეხბურთელის დაბრუნება დიდი რაოდენობით ტრავმირებული მოთამაშეების ფონზე.
კაზემირო „რეალში“ 2013-2022 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 16 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. მისი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.