კაზემირომ „მანჩესტერში“ 18-ნომრიანი მაისური მოირგო #1TVSPORT
კაზემირომ „მანჩესტერში“ 18-ნომრიანი მაისური მოირგო #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბრაზილიელმა ახალწვეულმა მაისურის ნომერი აირჩია. 30 წლის კაზემირო ინგლისურ კლუბში 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ამ ნომრით ბრუნო ფერნანდეში თამაშობდა, მაგრამ პოლ პოგბას წასვლის შემდეგ, მისი 6-ნომრიანი მაისური მოირგო.

კაზემირო „მანჩესტერ იუნაიტედში“ „რეალიდან“ გადავიდა და ინგლისურ კლუბს გახმაურებული ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაიჯდა. კაზემიროსა და „მანჩესტერს“ შორის კონტრაქტი 2026 წლამდე გაფორმდა (ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით).