კაზემირომ ბენზემას პასს შედევრი უწოდა
კაზემირომ ბენზემას პასს შედევრი უწოდა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა კაზემირომ ლა ლიგის 32-ე ტურში „ესპანიოლთან” გატანილ გოლზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბის“ ფორვარდმა კარიმ ბენზემამ ქუსლით ბრაზილიელს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა.

„ეს კარიმის გოლია. ჩვენ მიჩვეულები ვართ მის კლასს და მოედნის არაჩვეულებრივ ხედვას. გოლის გატანა მასთან ერთად უნდა აღმენიშნა, რადგან ეს მისი დამსახურება იყო. ამ ეტაპზე, ესპანეთის ჩემპიონატზე ვართ ფოკუსირებულნი. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიგვდის და თამაშის ხარისხიც დამაკმაყოფილებელია. „ესპანიოლი“ წარსულს ჩაბარდა, წინ „ხეტაფესთან“ რთული შეხვედრა გველის. ჩვენ ყველა დარჩენილი მატჩის მოგებას ვგეგმავთ. ლა ლიგის მოგება გვინდა,“ – განაცხადა კაზემირომ.

ესპანეთის ჩემპიონატის 32 ტურის შემდეგ მადრიდელები 71 ქულით პირველზე ადგილზე იმყოფებიან, მეორე ადგილზე კი „ბარსელონაა“ 69 ქულით.