კაზემირო და აზარი კორონავირუსით დაინფიცირდნენ
კაზემირო და აზარი კორონავირუსით დაინფიცირდნენ

საერთო გუნდური ტესტირების შემდეგ, კაზემიროსა და აზარს კოვიდ-19 დაუდასტურდათ, – იუწყება მადრიდის რეალის ოფიციალური ვებგვერდი.

ამგვარად, „სამეფო კლუბის“ ეს ორი ფეხბურთელი „რეალს“ ესპანეთის ჩემპიონატში „ვალენსიას“ წინააღმდეგ მატჩში ვერ დაეხმარება.

ახალ სეზონში კაზემირომ „რეალის“ ათივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და „ჩემპიონთა ლიგაზე“ გოლის ავტორიც გახდა. აზარმა ტრავმის გამო ახალ სეზონში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ვალენსია-რეალის მატჩი კვირას, 8 ნოემბერს გაიმართება.