კაზემირო „ალ-ნასრში“ გადასვლას დათანხმდა #1TVSPORT
კაზემირო „ალ-ნასრში“ გადასვლას დათანხმდა #1TVSPORT

არაბი ჟურნალისტის, ჰამუდ ალმუტაირის ინფორმაციით, ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო მალე კონტრაქტს გააფორმებს საუდის არაბეთის „ალ-ნასრთან“.

წყარო ამტკიცებს, რომ მხარეები ახლოს არიან მოლაპარაკებების დასრულებასთან, ხოლო თავად „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა თანხმობა განაცხადა გადასვლაზე მას შემდეგ, რაც ყველა ნიუანსი მოგვარებული იქნება.

ზამთარში „ალ-ნასრი“ ცდილობდა 33 წლის ბრაზილიელის გადაბირებას და მას კვირაში 650 ათას ფუნტს სთავაზობდა, მაგრამ კაზემირომ მაშინ უარით უპასუხა.

გასულ სეზონში კაზემირომ ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.