„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო კარიერას, დიდი ალბათობით, MLS-ის გუნდში, „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს და ლიონელ მესის თანაგუნდელი გახდება.
კაზემიროსთან მოლაპარაკებები დადებითი დინამიკით მიმდინარეობს და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. 34 წლის ფეხბურთელი ამერიკულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მისი მოქმედი ხელშეკრულება „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მიმდინარე წლის ივნისში იწურება.
კარიერის განმავლობაში კაზემიროს „სან პაულოს“, „პორტუს“, მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში უთამაშია.