კავანიმ „ბარსელონას“ საკუთარი თავი შესთავაზა
კავანიმ „ბარსელონას“ საკუთარი თავი შესთავაზა

„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა ფორვარდმა ედინსონ კავანიმ შეიძლება კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს.

გამოცემა „სპორტის“ ცნობით, ურუგვაელმა იცის, რომ კატალონური გრანდი ფორვარდის ძიებაშია, ამიტომაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ორჯერ შესთავაზა თავისი თავი კლუბს.

„ბარსელონაში“ კავანი პირველი კლასის მოთამაშედ მიაჩნიათ, მაგრამ მიანიშნეს, რომ ის არ განიხილება პრიორიტეტულ ვარიანტად.

მიუხედავად ამისა, „ბარსელონა“ მზად არის განიხილოს 33 წლის ფორვარდის ერთი-ორი წლით გაფორმების შესაძლებლობა – სანამ უფრო მისაღებ კანდიდატურას არ იპოვნის. კატალონელებს ტრანსფერისთვის თანხის გადახდა არ მოუწევთ, რადგან კავანი თავისუფალი აგენტია, მისი ხელფასი კი გაცილებით ნაკლებია ლუის სუარესის ჯამაგირზე.

შეგახსენებთ, რომ კავანის კონტრაქტი პსჟ-სთან 2020 წლის ზაფხულში ამოიწურა. ფორვარდი პარიზული კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია – 301 მატჩში 200 გოლი გაიტანა.

უფრო ადრე, კავანიმ ვერ შეძლო „ატლეტიკოსთან“, „ბენფიკასთან“ და „იუვენტუსთან“ მოლაპარაკება.