კავანიმ „ატლეტიკოში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა
კავანიმ „ატლეტიკოში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ედინსონ კავანი ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრისას“ შესაძლოა მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავიდეს, – ამტკიცებს „ელ მუნდო დეპორტივო“ (El Mundo Deportivo). 32 წლის ურუგვაელის ტრანსფერი დამოკიდებულია ესპანური კლუბიდან ფორვარდ დიეგო კოშტას შესაძლო წასვლაზე.

„ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ეძებს შეტევის ხაზის გაძლიერების ვარიანტებს. კავანი არგენტინელი სპეციალისტის პრიორიტეტული შენაძენების სიაში შედის. ფეხბურთელმა უკვე მისცა წინასწარი თანხმობა მადრიდში გადასვლაზე.

ურუგვაელის კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2020 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

2018-2019 წლების სეზონზე კავანიმ 33 მატჩი ჩაატარა „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში, 23 გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფორვარდის სატრანსფერო თანხა დაახლოებით 50 მილიონ ევროს შეადგენს.