კავანი ურუგვაის ნაკრებში არ გამოიძახეს
კავანი ურუგვაის ნაკრებში არ გამოიძახეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ედინსონ კავანი არ არის გამოძახებული ურუგვაის ნაკრებში ჩინეთში გასამართი საერთაშორისო ტურნირისთვის, რომელიც 18 მარტს დაიწყება.

როგორც ურუგვაის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, ფორვარდი არ გამოიძახეს იმის გამო, რომ ბოლომდე ვერ მოირჩინა ბარძაყის ტრავმა, რომელიც 9 თებერვალს, საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში მიიღო.

ტურნირზე ურუგვაის ნაკრებთან ერთად, ჩინეთის, უზბეკეთისა და ტაილანდის ნაკრებები ითამაშებენ.