კავანი, შესაძლოა, „ბარსელონაში“ გადავიდეს #1TVSPORT

15:04, 03.10.2021
WOLVERHAMPTON, ENGLAND - AUGUST 29: Edinson Cavani of Manchester United looks on ahead of the Premier League match between Wolverhampton Wanderers  and  Manchester United at Molineux on August 29, 2021 in Wolverhampton, England. (Photo by Michael Regan/Getty Images)

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა ედინსონ კავანიმ, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბი შეიცვალოს.

როგორც Manchester Evening News წერს, 34 წლის ურუგვაელს „იუნაიტედის“ დატოვება იმის გამო სურს, რომ არ იღებს სათანადო სათამაშო პრაქტიკას გუნდში კრიშტიანო რონალდოს მისვლის გამო.

კავანის უწინასწარმეტყველებენ „ბარსელონაში“ გადასვლას, მაგრამ პრობლემა შეიძლება გახდეს მოთამაშის ხელფასი. კატალონური კლუბის ფინანსური სირთულეების გათვალისწინებით, ურუგვაელს მოუწევს ხელფასის შემცირებაზე დათანხმება.

აღვნიშნავთ, რომ კავანის კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი