კავანი „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშებს
კავანი „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ედინსონ კავანიმ, რომელმაც ბარძაყის დაზიანება 25 აგვისტოს, „ტულუზთან“ მატჩში მიიღო, ტრავმა მოირჩინა და საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშს შეუდგა.

თავდაპირველად ელოდებოდნენ, რომ 32 წლის ურუგვაელი მინიმუმ სამ კვირას გამოტოვებდა, მაგრამ ფეხბურთელი იმაზე სწრაფად გამოჯანმრთელდა, ვიდრე ელოდნენ. შესაბამისად, კავანის კარგი შანსი აქვს – ითამაშოს 14 სექტემბერს ლა ლიგას მეხუთე ტურის მატჩში შინ, „სტრასბურის“ წინააღმდეგ.

თუმცა, პარიზელებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ კავანი შეძლებს დაეხმაროს გუნდს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „რეალის“ წინააღმდეგ. მატჩი 17 სექტემბერს ასევე პარიზში გაიმართება.

კავანიმ წლევანდელ სეზონზე სამი მატჩის გამართვა მოასწრო ლიგა 1-ში და ორი გოლი გაიტანა.