კავანი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატამდე ევროპულ კლუბში ითამაშებს
კავანი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატამდე ევროპულ კლუბში ითამაშებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ურუგვაელი თავდამსხმელი ედისონ კავანი ევროპაში დარჩენას გეგმავს, მიუხედავად იმისა რომ არაერთი სამხრეთამერიკული კლუბისგან აქვს შემოთავაზება, – იუწყება Goal.

კავანის ხელშეკრულება „პარი სენ-ჟერმენთან“ 2020 წლამდეა ძალაში და როგორც ჩანს, პარიზელები კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებენ.

გამოცემის ინფორმაციით, ედისონ კავანი „ბიკა ხუნიორსისა“ და „ფლამენგოსგან“ მიღებული შემოთავაზებების მიუხედავად ევროპულ გუნდში დარჩენას ამჯობინებს, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე მომზადებული შეხვდეს.

შეგახსენებთ, რომ შესანიშნავი ურუგვაელი ფეხბურთელი ახლა 33 წლის არის და უდიდესი ალბათობით, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი მისთვის უკანასკნელი მუნდიალი იქნება, როდესაც მოედანზე გავა.