კავანი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასასვლელად ემზადება
კავანი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასასვლელად ემზადება

„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ედისონ კავანის შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე გადადის, – იუწყება  „ათლეტიკი“ (The Athletic).

მანჩესტერულ გრანდში ურუგვაელი ფეხბურთელი ანტონი მარსიალის ალტერნატივად, ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოიაზრება. ამ როლს მანჩესტერელთა რიგებში ახლა ოდიონ იგალო ასრულებს, რომლის იჯარის ვადაც იანვარში იწურება.

გამოცემის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედში“ იმედოვნებენ, რომ ედისონ კავანი გუნდს გასახდელში გაამხნევებს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარ გამოცდილებას გადასცემს.

შეგახსენებთ, რომ ედისონ კავანი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარდა, მისი ტრანსფერით „ბენფიკა“ და ატლეტიკო არიან დაინტერესებულნი.