კავანი მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავა
კავანი მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავა

ესპანური გაზეთის AS-ის ინფორმაციით, ედინსონ კავანი მადრიდის „ატლეტიკოში” გააგრძელებს კარიერას. ურუგვაელ ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჯერ არ გაუვლია, მაგრამ მის გარემოცვაში დარწმუნებულნი არიან, რომ ტრანსფერისას პრობლემა არ შეიქმნება.

ფეხბურთელის აგენტი უკვე მადრიდშია და ბოლო დეტალების მოგვარებით არის დაკავებული. ასევე იტყობინებიან, რომ გარიგების თანხა 15 მილიონი ევრო იქნება, კონტრაქტის ხანგრძლივობა – ორნახევარი წელი.

ამ სეზონში კავანიმ მხოლოდ ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით და ორი გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი