კავანი დევიდ ბექჰემის გუნდმა გაიფორმა
კავანი დევიდ ბექჰემის გუნდმა გაიფორმა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ედინსონ კავანი მომავალ სეზონში შეავსებს „მეიჯორ ლიგ სოქერის“ (MLS) კლუბის „ინტერ მაიამის“ რიგებს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდის ერთ-ერთი თანამფლობელია ყოფილი ინგლისელი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი. 32 წლის ურუგვაელი უკვე მოელაპარაკა კონტრაქტზე ამერიკულ გუნდს და მასთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, – ამტკიცებს გამოცემა „ლა გაზეტა დელო სპორტ“ (La Gazzetta dello Sport).

ტრანსფერი განხორციელდება მომავალი წლის ივლისში, მას შემდეგ რაც დასრულდება კავანის კონტრაქტის მოქმედება „პარი სენ-ჟერმენში“. ასე რომ, ის ამერიკულ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

შარშან, 32 წლის ედინსონ კავანიმ 33 მატჩი ჩაატარა პარიზულ კლუბში და 23 გოლი გაიტანა, რასაც ცხრა შედეგიანი პასი ემატება.