"კავალიერსის" მოგებათა სერია "მილუოკიმ" შეწყვიტა
"კავალიერსის" მოგებათა სერია "მილუოკიმ" შეწყვიტა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი 3 შეხვედრა გაიმართა. ზედიზედ 5 მოგებული მატჩის შემდეგ “კლივლენდ კავალიერსი” სტუმრად “მილუოკი ბაგსს” დაუპირისპირდა და მეტოქესთან 3 ქულის სხვაობით 119-116 დამარცხდა. მილუოკელთა წარმატებაში უდიდესი წვლილი ჯეისონ კიდის გუნდის ლიდერმა გიანის ანტეტაკუმპომ შეიტანა. ბერძენმა 27 ქულა, 14 მოხსნა, 8 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. 26 ქულა ჰქონდა გუნდის ახალწვეულ ერიკ ბლედსოუს. კლივლენდელთა შორის საუკეთესო 39 ქულით ლებრონ ჯეიმსი იყო. 21 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა კევინ ლავმა. დუეინ ვეიდის ანგარიშზე 14 ქულაა.

“ვაშინგტონ ვიზარდსმა” საკუთარ არენაზე “ნიუ ორლეან პელიკანსს” 116-106 სძლია. “ფილადელფიამ” კი “საკრამენტოსთან” 95-101 დამარცხდა.