კავაის 27 ქულა „პორტლენდთან“ მოგებულ მატჩში (ვიდეო)

რეგულარულ სეზონზე რიგით მესამე გამარჯვება იზეიმა „კლიპერსმა“. ლოს ანჯელესელებმა „სტეიპლს ცენტრში“ დღეს „პორტლენდს“ უმასპინძლეს და მეტოქეს ექვსი ქულის სხვაობით, ანგარიშით 107:101 სძლიეს. დოკ რივერსის გუნდში საუკეთესო კავაი ლეონარდი იყო, რომელმაც 27 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 15 ქულითა და 13 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი ჩაიწერა პირად აქტივში ივიცა ზუბაცმა. ლუ ვილიამსის ანგარიშზე 26 ქულაა. „ბლეიზერსის“ რიგებში 22-22 ქულით დაასრულეს შეხვედრა სი ჯეი მაკკალუმმა და დემიენ ლილარდმა. 17 ქულითა და 19 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა ჰასან ვაიტსაიდს.

შარლოტი – ბოსტონი 87:108

სან ანტონიო – ოკლაჰომა 121:112

ფინიქსი – მაიამი 108:124